ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს.
სამართალდამცველები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
„გასაღები ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ბოქლომის გასაღები აქციის მონაწილეების მისამართით ისროლა.
ბოქლომის დადებამდე კი, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ „ამ ყველა შენობას რეალურად ბოქლომი დაადო „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ბოქლომის გასაღები არის ხალხის ხელში“.
„ჩვენ გვინდა დაპირების შესრულება, ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, ჩვენ გვინდა მთავრობის გადადგომა, ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ აღარ გვინდა გაჭირვება, ჩვენ აღარ გვინდა უბედურება და ამისთვის გვაქვს საოცრად კარგი და კარგად მომზადებული მშვიდობიანი საპროტესტო გეგმა, რომლითაც ჩვენ მეტი ენერგია გვაქვს, მათ ნაკლები ენერგია აქვთ. ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან, ჩვენ ხალხთან ერთად ვართ, ისინი ჩაკეტილები არიან ბოქლომს მიღმა შენობაში. ამ ყველა შენობას რეალურად ბოქლომი დაადო „ქართულმა ოცნებამ“ და თქვა, რომ მე მარტო ჩემ თავს ვუსმენ. ამ ბოქლომის გასაღები არის ხალხის ხელში“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.