საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, როსტევანის ქუჩაზე - შეყლაშვილის ქუჩიდან კვირაცხოვლის ქუჩის მონაკვეთამდე, ჯამში, 5 400 კვადრატული მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
გარდა ამისა, სამუშაოები დასრულდა გოგიძის ქუჩაზე, სადაც 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ამიერიდან კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 551 148 ლარით დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.