ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა
21-11-2019, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა. ირაკლი ღარიაბაშვილმა ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს წარმატება უსურვა და აშშ-ის სამხედრო სასწავლებელში განათლების მიღების მნიშვნელობას გაუხვა ხაზი. 

 

 

მანამდე კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე. 

 

 

ამერიკელ გენერალთან საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ 27-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში მოაწერს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი