კოალიცია „ქართული ოცნება“ საგარეჯოში თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად სრულ მობილიზაციას აცხადებს
02-09-2015, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია „ქართული ოცნება“ საგარეჯოში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად კოალიციაში შემავალი პარტიების სრულ მობილიზაციას აცხადებს.


როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ამის თაობაზე დამათებითი ინფორმაციის გავრცელება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებების გამო გახდა საჭირო. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ირმა ინაშვილის განცხადებების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს „ქართული ოცნება“ საგარეჯოში არა კოალიციის მიერ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, არამედ ირმა ინაშვილს უჭერს მხარს.


“კოალიცია „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აცხადებს, რომ კოალიციის წევრი თითოეული პარტია სრულად იქნება მობილიზებული „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს კოალიციის კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში”,- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი