„თბილსერვისჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისაგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.
საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. "თბილსერვისჯგუფი" მოსახლეობასმოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვისჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.