ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს იმ პროგრესის საბოლოო შეფასება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, თუმცა მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამის შესახებ ნატალი საბანაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა.
"თუ ეს შეფასება იქნება დადებითი, ჩვენ ველით, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალ წელს, 2016 წლიდან მიეცეს უვიზო მიმოსვლა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან რთული კონტექსტი - მიგრაციის კრიზისი, რომელმაც რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ევროკავშირი. ამ ფონზე საკმაოდ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ შეიძლება, იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.