ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი EBRD-ის სამიტის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
22-11-2019, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

 


საქართველო მოწინავე ქვეყანაა განვითარებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ბოლო წლებში მიღწეული აქვს უზარმაზარი პროგრესი, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაზე.

 


მოლაპარაკებებისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსადმი ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერაზე, რომელიც მათ შორის არაერთი პროგრამის განხორციელებაში გამოიხატება, ასევე - ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებზე

 

 

რეგიონული განვითარების კონტექსტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ევროკომისარ ჰანის ინიციატივა, რომელიც ფოკუს-რეგიონების შერჩევასა და მათთვის, სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი, დამატებითი პროექტების შეთავაზებას გულისხმობს.

 


მაია ცქიტიშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი