გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
22-11-2019, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

 


შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.



„ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე გაანალიზდა ის მიღწევები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სეგმენტში გვაქვს. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც ფერმერებს აქვთ.



მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამები, რომელთა განხორციელებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლისათვის აქვს დაგეგმილი, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი სოფლისა და სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფორმატში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა მეცრამეტედ იმართება და მასში 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, ასევე, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი