მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.