იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომდგენლებთან ერთად სოფელ ალისუბნის, საზანოსა და თუზის მოსახლეობას შეხვდნენ.
პრიორიტეტულ მიმართულებად საგზაო ინფრასტუქტურა, სასმელი წყლის მიწოდება, საშეშე მასალის მოპოვება და გარე განათების მოწყობა დასახელდა. ასევე, გამოიკვეთა ცალკეული უბნებისა და ოჯახების პრობლემები, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან დაუყოვნებლივი რეაგირების პირობა მიიღეს.
სამთავრობო გუნდმა აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.