ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა
02-09-2015, 00:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.


"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ღარიბაშვილმა საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყანას როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს.


"ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ერთობლივ ენერგოპროექტებზე, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაშიც თქვენ, ელჩებს განსაკუთრებული მისია გაქვთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი