სად გაფრინდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები? - კახა კალაძე, მეუღლესთან ერთად და არჩილ თალაკვაძე თვითმფრინავის ბორტზე ერთად იმყოფებიან
22-11-2019, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანან: თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ონი-ამბროლაური-ლენტეხი-ცაგერი-მესტიის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე (ფოტოზე პროფილში, კალაძის გვერდზე) - თვითმფრინავის ბორტზე ერთად იმყოფებიან.

 


ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალაძე, თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები იტალიაში, კუნძულ კომოზე ერთ-ერთი პირის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

 


თალაკვაძემ თავის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა, მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კომოს ტბაზე არ იმყოფებდა.

 


„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა კი „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ არჩილ თალაკვაძემ 21 ნოემბერს სტამბოლიდან თბილისში იმავე ავიარეისით იმგზავრა, რომლითაც თავად და გიგი წერეთელმა იმგზავრეს.

 

 

„ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ“, აცხადებს კანდელაკი.

 

 

თბილისის მერიამ 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძე სამუშაო ვიზიტად იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

 


თბილისის მერიის ცნობით, კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი