სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ
22-11-2019, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის გახდა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.

 


საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის  უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს. ოპერაციის რაიონის იზოლირება მეტყვიამფრქვევის და სნაიპერთა ჯგუფის მიერ განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სამთო კოშკურიდან  თოკებით დაშვების სხვადასხვა ამოცანაც განახორციელეს.

 


1992 წლის 22 ნოემბერს ნატოს წევრი ქვეყნის - თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ ჩატარდა, რომელიც  12 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს თავდაცვის ძალებში სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ქვედანაყოფის შექმნას ჩაეყარა საფუძველი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი