გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება
02-09-2015, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი. გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


როგორც ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის ძალისხმევას არ დაიშურებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.


"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია სათავეში ჩავუდგე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს. გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება, ვინაიდიან ისინი განსაზღვრულია არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით. ქართული დიპლომატია ყოველთვის წარმატებით ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას თავს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი