ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და გარდაბნის მერმა ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულ შოთა ბერიძეს უმასპინძლეს
22-11-2019, 20:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღშვილმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაციაში ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულ შოთა ბერიძეს უმასპინძლეს და სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 


ამერიკის შემდეგ, 2020 წელს შოთა ბერიძე საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში გაემგზავრება. გამარჯვებაში მცხოვრებმა გამომგონებელმა, რამაზ ბუდაღაშვილისგან პირობა მიიღო, რომ ოლიმპიადაზე გამგზავრების ხარჯებს მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს.

 


შოთა ბერიძე ამერიკაში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ყოველწლიური სამეცნიერო ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულია. ოლიმპიადაში საქართველოს სამი გუნდი მონაწილეობდა. მათგან ორმა საუკეთესო მონაწილეთა ათეულში მე-4 ადგილი დაიკავა, საუკეთესო მონაწილეს ტიტული ექვსმა მოსწავლემ მოიპოვა, მათ შორის საქართველოდან შოთა ერთადერთია ვინც საუკეთესო გამოგონებისთვის პირველი ადგილი დაიკავა. შოთა ბერაძე, კომაროვის სკოლა-პანსიონის VII კლასის მოსწავლეა. კომაროვში ჩარიცხვამდე ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში სწავლობდა.

 

 

შოთა ბერიძე სოფელ გამარჯვებაში მშობლებთან და სამ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი