ენგურის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მიმოსვლა აიკრძალა. გალის მკვიდრის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს შეუძლიათ.
შეზღუდვა სავარაუდოდ გუშინ, სოხუმში მომხდარი სროლის გამო დაწესდა. სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.