"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულებისას ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოსთან მივიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტსა და უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდა, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო ძალები საქართველოდან.
"გაიყვანონ ბაზები, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დაამთავრონ ჩვენი წამება და მერე შემოვიდნენ საქართველოში მეგობრებად, ინვესტორებად და ბიზნესმენებად, სხვა შემთხვევაში რუსეთს უნდა დაედოს ფინანსური სანქციები", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.