„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ღირსეულმა საქციელმა დაგვანახა, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი არასწორად ცხოვრობს და ვითარდება”!
25-11-2019, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი ექიმის, ღირსეული ქართველის ვაჟა გაფრინდაშვილის ვაჟკაცურმა და უკომპრომისო საქციელმა, მთვლემარე ქართული საზოგადოება გამოაფხიზლა და ხელისუფლების, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის შემგუებელი გულგრილობაც დაგვანახა! დიახ, დიდი ხანია, რაც ყველა კვალიფიციური სოციოლოგიური გამოკითხვებისას ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი აფიქსირებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება! მეტიც, მე პირადად მიმაჩნია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირება და "დამოუკიდებლობის აღიარება" მოახდინა საქართველოს 2 რეგიონის, ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირება არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ანუ ქართული საზოგადოება არასწორად ცხოვრობს და ვითარდება!

 

 

დიახაც, საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად ქართული საზოგადოება არაადექვატურია იმ მძიმე რეალობის მიმართ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ("სირაქლემას პოზა")! ქართული სახელმწიფოს 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, თანაც ამ ტერიტორიაზე რუსეთი 2 "სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებს", აფხაზეთს და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს", რომლების შიდა ადმინისტრაციული საზღვრები "სახელმწიფო საზღვრებად" (რომელსაც დატყვევებული ქართველი ექიმი არ აღიარებს, რადგან რეალურად ეს არის საოკუპაციო ხაზი!) მიაჩნია, რის შედეგადაც ოკუპანტები შემოჭრილები არიან ქვეყნის სიღრმეში, რითაც ყველანაირი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, მაგალითად ეკონომიკური ხასიათისა, როდესაც უცხოური ინვესტიციები არ ხორციელდება სამხედრო მოქმედებების განახლების რისკის გამო!

 

 

 

აქედან გამომდინარე: 1. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეისწავლოს იმ სახელმწიფოების გამოცდილება, რომლებიც ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ვართ ჩვენ (უცხო ქვეყნის ოკუპაცია, სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, მასიური უმუშევრობა და ამასთან დაკავშირებული სოციალურ-ფინანსური პრობლემები და ბევრი სხვა) და იმოქმედოს შესაბამისი სამართლებრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტებით, რომელიც სრულად ასახავს იმ საგანგებო ვითარებას, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ქვეყანა სულ უფრო ჩაეფლობა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისში, საიდანაც გამოსავლის ძიება დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს!

 

 

2. მიმაჩნია, რომ შექმნილი ობიექტური რეალობის გათვალისწინებით - ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, მთლიანად ქართველი ხალხისთვის, ყველა მეტად მისაღებია ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელი ხალხის გამოცდილება, მას შემდეგ, რაც 1949 წელს აღმოცენდა დამოუკიდებელი ისრაელის სახელმწიფოებრიობა! დიახ, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით ჩვენ უნდა გადმოვიღოთ და დავნერგოთ ყველა ის პოზიტიური მიღწევა, რამაც დღევანდელი ისრაელი ძლიერ და განვითარებულ ქვეყნად გადაქცია! ეს ეხება ქვეყნის და ხალხის ცხოვრების ყველა სფეროს: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო საქმე (სადაც კაცებთან ერთად, უნდა იმსახურონ ქალებმაც, განახევრებული ვადით!), უსაფრთხოება, აგრარული პოლიტიკა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა!

 

 

3. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე! საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უნდა გამოცხადდეს საგანგებო, ჰუმანიტარული კატასტროფის შემცველი მდგომარეობა! საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობა ყოველდღიურად უნდა გაშუქდეს და გადაიცეს სხვადასხვა უცხო ენებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ!

 

 

4. საქართველოს ხელისუფლება, მთავრობის და პარლამენტის წევრები ყოველკვირეულად უნდა ხვდებოდნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული სოფლების მცხოვრებლებს! საქართველოს ხელისუფლების წევრთა, უცხოეთში სამივლინებო ხარჯები უნდა განახევრდეს, ასევე, დელეგაციათა შემადგენლობა უნდა შემცირდეს 50%-ით! უცხოეთში მივლინების დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მგზავრობდნენ ეკონომკლასით და ცხოვრობდნენ საშუალო კლასის, არაუმეტეს 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში! საქართველოს ხელისუფლების ყველა დონის ჩინოსნებისათვის სასტიკად აიკრძალოს ახალთ-ახალი ავტომობილებით ავტოპარკის განახლება, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან!

 

 

5. ანუ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ყველა დონის სახელისუფლებო სტრუქტურების ჩინოსნები, ვინც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, უნდა ფუნქციონირებდნენ იმგვარად, როგორც შეესაბამება ნახევრად ოკუპირებულ სახელმწიფოს, - ქვეყნის მასშტაბით "სხვადასხვა საფუძვლიანი მიზეზების გამო, არგამოცხადებულ საგანგებო მდგომარებას"! P.S. ეს არის, არასრული ჩამონათვალი, არასრული შენიშვნები და არასრული წინადადებები, რომელთა მეშვეობითაც ჯერ კიდევ შეიძლება ქართული სახელმწიფოს გადარჩენა, შენარჩუნება და განვითარება!!!...

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი