საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა
25-11-2019, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთან.



ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კიორბერის ფონდის - რიგით მეცხრე - ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.



ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისათვის.


ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან.


ღონისძიების მთავარი თემა იქნება გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავით ზალკალიანი, იმსჯელებენ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი