43-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
25-11-2019, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით გვიან ღამით დაბრუნდა. ქვედანაყოფმა მისია უდანაკარგოდ შეასრულა და როტაციის წესით უფლებამოსილება პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს გადააბარა. 

 


სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

 

 

43-ე ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

 

 

საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, ასევე, მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ასრულებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი