ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება ცინიზმი და დაცინვაა.
„ეს არის ცინიზმი, დაცინვა. როგორც ჩანს, კომოს ტბამ მის ხასიათზე იმოქმედა და რაღაც სისულელეებს როშავს, დავუთმობ ვიღაცას მაჟორიტარულ ოლქებსო. ქურდებთან კი არ გვაქვს ჩვენ „სხადნიაკი“, რომ რაღაც სიტყვაზე შევთანხმდეთ და აბა, ბიჭებო მოვილაპარაკოთ და ა.შ. კანონი გვინდა, სამართლიანობა გვინდა და პროპორციული წარმომადგენლობა გვინდა პარლამენტში. შენი გულმოწყალება შენთვის შეინახე, კახი, რა. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო, როგორ ელაპარაკებით საერთოდ საზოგადოებას, არ გრცხვენიათ? ქურდები ხართ, რომ გვითმობთ? ვინ ხართ საერთოდ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.