თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა
25-11-2019, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერი - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო.

 

 

ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებითა და ანიმატორების შოუთი დახვდა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. სტუმრებმა განახლებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და მშობლებსა და პერსონალს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს.

 

 

„მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად ამორტიზებული, ბაღს არ ჰქონდა შემოსასვლელი გზა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა და მომავალში ჩვენ ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიზრუნებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი