ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას და მწვავე პროტესტს იქამდე გააგრძელებს, სანამ ხელისუფლება ოპოზიციის მოდელზე არ დათანხმდება, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ოპოზიციას პლებისციტის შესახებ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მანამდე ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი უნდა მიიღოს.
"ჯერ მიიღებს ამ მოდელს, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. მერე ჩაატაროს პლებისციტი და იმასაც მოვუგებთ აუცილებლად. ვიდრე უკან არ წაიღებს ხალხის ამ შეურაცხყოფას და არ დათანხმდება ამ მოდელზე, მანამ გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი. ხვალვე შეიძლება ინიცირება, პრობლემა არ არის. ვინ ჭამს იმას, რომ პლებისციტს ჩაატარებენ ექვსი თვის შემდეგ და ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი?! მე ველოდები პიკეტირების გაგრძელებას და ისინი რას ელოდებიან არ ვიცი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.