პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს პოლიტიკურ თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატები გააცნო
25-11-2019, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.

 


სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო.

 


„პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე და პარლამენტი გააგრძელებდა მუშაობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უმრავლესობამ მიიღო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პირველი ვიცე სპიკერის პოზიციას გიორგი ვოლსკი დაიკავებს. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გუნდი მამუკა მდინარაძეს წარადგენს, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას.

 


ვიცე-სპიკერებად დასახელებული არიან გიორგი კახიანი და კახა კუჭავა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ გენადი მარგველაშვილი არიან წარდგენილნი. ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს. ცვლილებები ძალაში რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ შევა.

 


სხდომაზე ბიუროს წევრებმა პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად კანონმდებლები სარატიფიკაციო დოკუმენტებს, სხვადასხვა მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტებს, პარლამენტის დადგენილების პროექტებს განიხილავენ და „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

 

 

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, მათ შორის გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მომართვებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არ მიღების და პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე. საპარლამენტო ფრაქციების წევრებთან ერთად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არ მიღების შესახებ განცხადებები პარლამენტის წევრებმა: ნატო ჩხეიძემ, ეკა ბესელიამ და რამაზ ნიკოლაიშვილმაც წარმოადგინეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი