პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ. მათ მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
აქციის მონაწილეებს ხელში სანთლები და „ხატები” უჭირავთ, სადაც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული და სიმღერას „ვხედავ მეცხვარეს“ მღერიან.
დღეს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, პოლიციის მობილიზებაც, სავარაუდოდ, ამ გეგმას უკავშირდება. 19:00 საათზე კი დაგეგმილია ოპოზიციის მასშტაბური აქცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.