თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვა და განაცხადა, რომ „შაჰ აბასმა ვერ გადატეხა ამ ხალხის ნება და რამენაირად ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს“.
„აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების წასვლაზე, აქ ლაპარაკია სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ექნება თავისი ხმები და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“? გამოვიდეს იმ ეიფორიიდან, რომელშიც არის, რომელშიც ჰგონია, რომ გადატეხავს ქართველი ხალხის ნებას. შაჰ აბასმა ვერ გადატეხა ამ ხალხის ნება და რამენაირად ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივა გამორიცხა.
„ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ მე მინდოდეს რამე თანამდებობა, ერთადერთი რაც არ მინდა, ეს არის ავტოკრატიაში, არ მინდა თავისუფლებაწართმეულ საზოგადოებაში ცხოვრება“, აღნიშნა მან და „ანეკდოტური თაღლითობა“ უწოდა კახა კალაძის მიერ „ქართული ოცნების“ სახელით გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება არ დააყენონ თავიანთი „კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.