პარიზში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ ეტაპზე არ სახელდება. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4:30 საათზე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით კი თითქმის მთელ შენობას მოედო.
ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. შემთხვევის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსიც მივიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.