პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ერთი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში.
ერთი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. კლინიკებში სამი მოქალაქე რჩება.
უწყების ცნობით, „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.