ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
26-11-2019, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა.

 

 

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვლთან ერთად შეხვდა და შესრულებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობის აზრი მოისმინა.

 

 

„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

 

 

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 773 ლარი დახარჯა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი