პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მან დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო დღევანდელი სხდომით და მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც სურთ, აჩვენონ საზოგადოებას, არგუმენტები, რომელიც სურთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი.
„ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, საქართველოს პარლამენტი და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ, დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ეს არის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება, მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.