ხონის მერი, ლადო ჯურხაძე "ვეტერინარული სკოლის" მსმენელებს შეხვდა. პროექტი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაცია BWMV.e.V-ის პროექტის "პროფესიული განათლება და პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაზაზე ხორციელდება.
„განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ორიენტირებული ვარ, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაეუფლოს პროფესიას სხვადასხვა სფეროში. ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფარხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა. სწორედ ამ პრობლემების გამო წამოვიწყეთ ეს ინიციატივა და პარტნიორებთან ერთად, ვცდილობ ხელი შევუწყო პროცესის გამართულად წარმართვას. ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის სიკეთეები და უპირატესობები, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობს ახალგაზრდებს. ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების გაზრდას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომლებსაც რეალურად პროფესია არ აქვთ, შესაბამისად, შრომის ბაზარზე ვერ საქმდებიან. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ მთავარია, ღირსეულად დასაქმდე და შენი საქმის პროფესიონალი იყო. მჭირდება პროფესიანალი კადრები ვიწრო სპეციალობებით, რათა ინვესტროებს ვუთხრა, რომ ადგილზე ბიზნესის განვითარებისთვის ყველა საჭირო და აუცილებელი რესურსი არსებობს.” - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ამჟამად, დუალურ სწავლებაზე დაფუძნებულ მოკლევდიან გადამზადების კურსს 15 ახალგაზრდა გადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.