წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
26-11-2019, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ცენტრალურ პარკში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტის შემდეგ დაიწყო პარკის შესასვლელებში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია, სარწყავი წყლის სატუმბავი სადგურის მოწყობა, არსებული პერგოლისა და დეკორატიული აუზების რეაბილიტაცია, გოლფის მოედნის ნაწილზე ტრენაჟორების გაკეთება, რუსთაველისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული კიბეების აღდგენა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სამი ბიუვეტის მოწყობა.

 

 

პროექტის ჯამური ღირებულება 2 277 846 ლარია, სამუშაობს შპს "ჯავა" აწარმოებს. "ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს. ათეული წლების შემდეგ დაზიანებული შადრევნების აღდგენის პარლელურად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით გრძელდება რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობა-განახლება, რაც წყალტუბოს, როგორც სამკურნალო კურორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

 

 

კურორტის ცენტრალური პარკის განახლებასთან ერთად წყალტუბოში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. ქალაქის რკალზე დეკორატიული ნაძვების დარგვის პროცესში ა(ა)იპ "წყალტუბოს კეთილმოწყობის" თანამშრომლებთან და რიგით წყალტუბოელებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირებიც მონაწილეობენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი