დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაუსრულებელი მშებლობების საკითხთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდა
26-11-2019, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის" პრობლემაზე. 

 

 

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის" მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „მ2“-ს. ამ კომპანიის დამსახურებით და დედაქალაქის სამსახურების ჩართულობით მოხდა შეთანხმება და 2500-მდე ოჯახისთვის, შეიძლება ითვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც საამშენებლო კომპანია „მ2"-მა თავის თავზე აიღო, იქნება შესრულებული. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს „ცენტრ პოინტთან" დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ იმ ეტაპამდე ვართ მისული, რომ არსებული პრობლემა პროექტების სახით გაგაცნოთ სამშენებლო კომპანიებს, რათა თქვენი ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება და 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

შეხვედრის დეტალები განმარტა მერის მოადგილე ილია ელოშვილმა. 

 

 

„ცენტრ პოინტის“ პრობლემა ორ ნაწილად გავყავით. ერთია აუშენებელი კორპუსები, ხოლო მეორე ის კორპუსები, რომლებიც დასრულებულად ითვლებიან და სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. შესაბამისად, დღეს სამშენებლო კომპანიებს შევთავაზეთ გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. ამის შედეგად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი ობიექტის გარემონტება, ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ შევთავაზეთ დეველოპერულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მისაღებ პირობებში მოხდეს ამ ობიექტების დასრულება. ჩვენ შექმნილი გვაქვს დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არსებული წესებიდან გარკვეული გამონაკლისები დაუწესონ იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ მშენებლობებში ან გარემონტებაში მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა ილია ელოშვილმა. 

 

 

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი