გიორგი კვირიკაშვილი: თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს
02-09-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა ჟურნალისტებს ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.


მისი თქმით, იმდენი საინტერესო რამ ხდება, რაც ჩინეთთან მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება, ასევე არ არის დამატებით საჭირო იმის ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.


"ასევე მგონია, არავისთვის უინტერესო არ არის ის დადებითი პროცესები, რომელიც დასავლეთის ქვეყნების ირანთან მოლაპარაკებების კუთხით ხდება. მე მგონია, საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა ეკონომიკურად ეს პროცესები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


საქართველოს ახალმა საგარეო გიორგი კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.


"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი