ჯუმბერ კირვალიძე: „მერაბ კოსტავა და ჟიული შარტავა მდინარის საპირისპირო ნაპირებზე იდგნენ, მაგრამ ორივემ გმირულად შეწირეს სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას“
26-11-2019, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გმირები, მერაბ კოსტავა და ჟიული შარტავა! - მერაბი, ჯერ კიდევ ყმაწვილი ოცნებობდა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, ამიტომ, მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ... მსოფლიოში ცნობილი ანტისაბჭოთა დისიდენტი იგი არაერთხელ დააპატიმრეს, არაერთი უმძიმესი წელი მოახდევინეს საპყრობილეში, უმკაცრესი რეჟიმის ე.წ. "ლაგერებში" და გადასახლებაში... მიუხედავად დიდი ზეწოლისა საბჭოთა სისტემის მხრიდან, მან ყველანაირ განსაცდელს გაუძლო, ვერ გატეხეს მისი გმირული სული და ვერ შეულახეს ადამიანური ღირსება, რასაც მოგვიანებით ამ სისტემის წარმომადგენლები თავად აღიარებდნენ და პატივისცემას გამოხატავდნენ მის მიმართ... - ჟიული, სწორედ ამ საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და იკავებდა მაღალ პოსტებს საბჭოურ იერარქიაში, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ყოველთვის, ყველა თანამდებობაზე იმ სისტემის პირობებშიც კი, იგი გამოირჩეოდა უმწიკვლო რეპუტაციით, სამშობლოსადმი ერთგულებით და გულწრფელი სიყვარულით, რასაც ადასტურებს აფხაზეთში ომის პერიოდში მისი თავდადებული მოღვაწეობა და სიკვდილი, - სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა საქართველოს ერთიანობისათვის, იმ იმედით, რომ ქართველები აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდებიან და საქართველოს გაამთლიანებენ!.. - ბ-ნი მერაბი და ბ-ნი ჟიული, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იდგნენ, მაგრამ ორივემ საკუთარი სიცოცხლე შეგნებულად და უყოყმანოდ გაიღეს საქართველოსთვის, მისი ნათელი მომავლისთვის! ასეთ გმირებზე იდგა და დგას საქართველო!! დიდება გმირებს!!! ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ, იქ სადაც მართალნი განისვენებენ..

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი