თავდაცვის სამინისტრო: „ფეისბუქში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად“
26-11-2019, 20:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად“.

 


„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.

 


„მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი