GWP-ის კომერციულ დირექტორთან შეხვედრაზე ქ. გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 15 სოფლის წყალმომარაგების პროცესსა და მოსახლეობის დავალიანების დაფარვის საკითხზე ისაუბრეს
26-11-2019, 20:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, კომპანია GWP-ის კომერციულ დირექტორთან გიორგი სვანიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 


გარდაბნის მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქ. გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 15 სოფლის წყალმომარაგების პროცესს და მოსახლეობის მხრიდან არსებული დავალიანების დაფარვის საკითხს, რომელიც დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს. ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს პრობლემის მოგვარების გზები, მოლაპარაკების საფუძველზე ამ ეტაპზე მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეუწყდება.

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტი არსებული საჭიროების შესაბამისად აღნიშნულ ლოკაციებზე წყლის შიდა ქსელების ინფრასტრუქტურის მოწყობის და გამრიცხველიანების პროცესს, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი