ნიკა თავაძე: „თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და გებელსი ადამიანის უფლებებს“
27-11-2019, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსახიობი ნიკა თავაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

 

„სერგო ორჯონიკიძე დღეს, საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს…. გებელსი ადამიანის უფლებებს… რამე არ მოგწონს? შენში პროტესტს იწვევს? ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს და ნებისმიერ უკანონობას წინ უნდა გადაუდგე, ყველას პასუხი აგებინო და გამოიყენო ამისთვის ყველა რესურსი, რაც გაგაჩნია, მაგრამ ქვეყნის და ხალხის მოძულე, რომელმაც კონსტიტუცია და კანონი ბებიამისის ფოხანივით მოირგო, რომელმაც გასვარა და გაანადგურა ყველაფერი ძვირფასი და მერე – როგორც აწყობდა გააპრავა, ამასთან ერთად დგახარ და მორალზე მელაპარაკები? კანონიერებაზე და ადამიანის უფლებებზე?

 

 

მათ დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ. კლავდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ,,ორი გვამის” მომთხოვნი, რომელიც ისეთი ჯალათია, რომ ვეღარც გრძნობს, რას ლაპარაკობს, თან კამერების წინ… და პრემიას პირდება, თანაც დიდს, თუ მოკლავენ და გვამებს მოუტანენ… ამ ვიდეოში ყველაზე საშინელი არა წარმოთქმული ტექსტია, არამედ ის, რომ ეს იქ მყოფთათვის ახალი არ არის, პირველად არ ესმით, რომ ასეთი ბრძანება სხვა დროსაც მიუღიათ. ეს არის საშინელება… და ესენი ლაპარაკობენ დღეს, რა არის დემოკრატია და კანონი. რისი უფლება აქვს, თუ არ აქვს ვინმეს?

 

 

ხოდა… იმას თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა სერგო ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და იოზეფ გებელსი ადამიანის უფლებებს“, – წერს ნიკა თავაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი