თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს
27-11-2019, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

 

 

კახა კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით.  EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის. 

 

 

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების  პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბნებში უკვე განთავსებულია სეპარაციის ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია. 

 

 

„გვინდა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დამუშავდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. აქაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ. გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე - ეს არის გაზშემკრების მოწყობა. ამასთან, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით დავამუშავებთ პროექტს, რომ გამომუშავებული გაზი გარდავქმნათ ელექტროენერგიად და შემდეგ ის გამოყენებული იყოს ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

კომენტარები: 1
#1   ეკატერინე მარღანია
      
მოგესალმებით, იქნებ გამათვითცნობიეროდ სად შეიძლება შავი ფერის ურნების შეძენა? ველოდები თქვენს პასუხს. წინასწარ დიდი მადლობა.
9 იანვარი 2020 06:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი