ლადო ჭანტურია: გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას
02-09-2015, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღევანდელი ინფორმაციით, გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ განუცხადა.


ჭანტურიას განცხადებით, დღეს ეს საკითხი პროცესს ხელს არ უშლის, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლტოლვილების რაოდენობამ ევროპის კავშირის სახელმწიფოებში კრიტიკულ მასას მიაღწია.


ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ არ გამორიცხა, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

 

 

ლადო ჭანტურიას განცხადებით, გერმანიასთან ასევე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების საკითხთან დაკავშირებით.


"ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ გერმანიასთან ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ასევე ბევრ გერმანელ ინვესტორს გააცნობს საქართველოს, ბევრ მეწარმეს მისცემს შესაძლებლობას დაბანდებები განახორციელონ საქართველოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმედიანად ვუყურებთ გერმანიასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ჭანტურიამ.


ელჩი ფიქრობს, რომ ინვესტიციების კუთხით საელჩოებში მუშაობა გასააქტიურებელია და მიიჩნევს, რომ ალბათ, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილებებიც, რომლებიც ეკონომიკურ პროექტებზე იმუშავებენ.


ლადო ჭანტურია ასევე გამოეხმაურა საკადრო ცვლილებებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო ეს ცვლილებები, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.


რაც შეეხება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ელჩის განცხადებით, ის თამარ ბერუჩაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი