გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო
02-09-2015, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მარგველაშვილს მწვავე რესპირატორული ვირუსი აქვს.


ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს გიორგი მარგველაშვილის მიმართვის ტექსტს, რომლითაც ელჩების წინაშე უნდა გამოსულიყო.


საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის - "ამბასადორიალი -2015" ჩატარებას.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული მისია, იქცეს იმ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იმავდროულად ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს.


"ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომლის განვითარებას სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა ესაჭიროება. მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, ამიტომ აღნიშნულმა კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ დღეს და ვიქნებით ახლო მომავალში. ჩვენ ზუსტად უნდა ვაფასებდეთ ვითარებას და ვმოქმედებდეთ სტრატეგიით, რომელიც არამხოლოდ მომხდარზე რეაგირებას, არამედ სამომავლო სცენარების წინასწარ გათვლას ეფუძნება და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს",-აღნიშნავს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.


"ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატო-ს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად",-ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.


ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატები მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითზებზე, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემატიკასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი