ბიძინა ივანიშვილი: „ეს ხალხი [ნაციონალური მოძრაობა] დღეს როგორ იღებს ხმას... ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან დღეს და პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ; ამ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ აქვს, დიდი ხანია გასაგებია“
28-11-2019, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რომ გამოდიან, 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ ესენი - უსამართლოდ ატარებდნენ სულ არჩევნებს ან უფრო ადრე ვინც იყვნენ სულ უსამართლოდ ატარებდნენ?! ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან“, განაცხადა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების პოლიტიკური მოთხოვნების შეფასებისას.

 


როგორც მან აღნიშნა, არიან განვითარებული სახელმწიფოები და ზესახელმწიფოებიც, რომლებსაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა აქვთ და ამით სარგებლობენ.

 


„შესაბამისად, პრივილეგიები აქ არ არსებობს, რომელი უკეთესია და რომელი უფრო დემოკრატიულია, მაგრამ რომ ვნახოთ აქვე იშიფრება „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ გამოდიან სამართლიანი არჩევნები გვინდაო, მაშინ როცა 9 წელი შერეული სისტემით ატარებდნენ არჩევნებს.

 


ნახეთ როგორ იქცეოდნენ თვითონ ჯერ კიდევ 2003 წელს. მე ახლა დაწვრილებით აღარ მოვყვები, მაგრამ გავიხსენებთ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი ასახეს 2005 წელს. შევარდნაძის დროინდელი კონსტიტუციის რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ პროპორციები დატოვეს სადაც ორი მესამედი ჰქონდათ მაჟორიტარებს.

 


შემდეგ, 2008 წელს არჩევნების წინ შეცვალეს ეს, მაგრამ პროპორციულის სასარგებლოდ კი არ შეცვალეს, სწორედ რომ მაჟორიტარულის სასარგებლოდ შეცვალეს და ეს ხალხი დღეს როგორ იღებს ხმას.

 


2010 წელს მათი ბელადი გამოვიდა და თქვა იმ ენჯეოებთან, რომლებიც დღეს გვერდს უმშვენებენ მათ ქუჩაში და უსირცხვილოდ იგივეს იმეორებენ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, იმ ენჯეოებთან ერთად კატეგორიულად განაცხადა მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი არ შედგებაო, მაჟორიტარულ სისტემას არ შეეხოთ, სხვაზე რაზეც გინდათ ვისაუბროთო. აი ეს ხალხი დღეს გამოდის და ესენი ითხოვენ ჩვენგან პასუხს... და რაც მთავარია, მათთან ჩვენ პაუსხი გასაცემი არაფერი არ გვაქვს. ყველასთან შეგვიძლია ვილაპარაკოთ, პირველ რიგში საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა პასუხი გვაქვს გასაცემი, რომ რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ და ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ აწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენ ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივად დავპირდით, ვერ შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ, როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ აქვს დიდი ხანია გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვთ დაკარგული, რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მითუმეტეს ამ სისტემაზე გადასვლას“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   Blythe
      
Und auch Gewinnlimits wird von Deutschland kein Riegel vorgeschoben. Meistens
handelt es sich dabei um einen Einzahlungsbonus. Hohe mögliche Gewinne,
das bedeutet insbesondere bei progressiven Jackpots Millionengewinne.
Durch den Steuervorteil kann die durchschnittliche Auszahlungsquote der
Casino Automaten konstant bei 92% bis 97% liegen. Natürlich muss jedes
Online Casino Steuern zahlen.
Wer seit Juli 2021 ein Konto bei einem Anbieter hat, der keine deutsche Lizenz hat, muss aller Wahrscheinlichkeit nach den Anbieter wechseln. Außerdem dürfen sich Spieler mittlerweile nicht bei mehreren Anbietern anmelden und gleichzeitig auf mehreren Plattformen spielen. Lange Zeit war die Zukunft der Online Glücksspiele in Deutschland unklar.

Die nächsten Jahre dürften von regulatorischen Anpassungen, wachsender internationaler
Konkurrenz und technologischen Neuerungen geprägt sein. Viele Plattformen bieten Einzahlungs-,
Verlust- und Zeitsperren, die individuell eingestellt werden können.
Diese Angebote unterstützen Betroffene bei der Einschätzung ihres Spielverhaltens und vermitteln auf Wunsch
therapeutische Hilfe. Spieler sollten bevorzugt
Anbieter wählen, die Transaktionsprotokolle und Identitätsprüfung anbieten, um Betrug zu vermeiden. E-Wallets liegen dazwischen und bieten eine gute
Balance aus Geschwindigkeit und Komfort. Seriöse Plattformen speichern Zahlungsdaten verschlüsselt und halten sich an europäische Datenschutzrichtlinien wie die DSGVO.



References:
https://online-spielhallen.de/quick-win-casino-cashback-ihr-weg-zu-mehr-spielgut
haben/
20 დეკემბერი 2025 14:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი