ბიძინა ივანიშვილი: „ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება... „ნაციონალურ მოძრაობას“ რომც მოეხერხებინა და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს, რომელსაც წააგებდნენ პირწმინდად“
28-11-2019, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და მე მგონი, არც ლიდერად ვარ ცუდი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მათ განაყოფებზე მეტი ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს, რომელსაც წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 


მისი თქმით, „ნაციონალებმა“ ასეთი რამ ჯერ ვერ მოახერხეს, ხოლო მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ.

 


„მაგისი შანსი არ აქვთ მაგათ. ვნახეთ, რომ ჰქონდათ მცდელობები გუშინწინაც და იმის წინაც. იგივე უნდათ, დარჩებოდნენ პარლამენტთან, მერე პარლამენტში შევიდოდნენ, მერე სხვა ინსტიტუტზე გადავიდოდნენ. ერთი და იგივე სცენარია. ახლა გუნდმა სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ თუ გნებავთ 20 ივნისის. ნახეთ, როგორ სუფთად ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი. მადლობის მეტი რა ეთქმის პოლიციას. არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა და მაგათაც აჩვენეს, რომ ეს რესურსიც აღარ აქვთ. ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, წარმოუდგენელია“, -განაცხადა ივანიშვილმა და პარალლელი 2003 წელთან გაავლო, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა.

 


„შევარდნაძის შემთხვევაში ერთი რამ გაიხსენეთ. შევარდნაძემ განცხადება დაწერა, თორემ მაშინაც კონსტიტუციური კოლაფსი ჰქონდათ მათ. ასე ხელისუფლებას ვერ მიიღებდნენ და არჩევნებს ვერ ჩაატარებდნენ. მან საკუთარი ნებით დაწერა განცხადება, თორემ იმ დროსაც კი, როდესაც შევარდნაძე ასაკში იყო და თან გუნდი არ ჰყავდა თავისი, იქაც კრიზისი უდგებოდათ მათ და ასე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ“, თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი