„ნაციონალების“ ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ NGO-ებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“ - ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს ღია წერილით მიმართოს აშშ-ის კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას
28-11-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


არ გამოვრიცხავ, ღია წერილით მივმართო კონგრესს და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა.

 


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკის ფულით დაფინანსებული ენჯეოები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილი ამ ორგანიზაციების - NDI-ის და IRI-ის ქართულ წარმომადგენლობებში.

 


„პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას. ეტყობა არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესებს ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მათ საწინააღმდეგოს რამეს აკეთებს. ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. აქ რაც ხდება, რომ „ნაციონალების“ ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“,-აცხადებს ივანიშვილი „იმედის“ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი