ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა.
მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა და მისი სიმძლვარე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის შედეგად დაშავდა 650 ადამიანი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20-მდე პირი, 2500 მცხოვრები კი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა.
გუშინ საღამოს ალბანეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას აღწევდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.