გიორგი გახარია: „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სახელმწიფოს ბლოკირების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ“
28-11-2019, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სახელმწიფოს ბლოკირების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, ყველაფრის მიუხედავად, ეფექტიანად განაგრძონ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება.

 

 

„საქართველო სრულად ადასტურებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება პარლამენტში შეჭრა და პოლიციის შეურაცხყოფა ჰგონია, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ყველა ეს ბოლო ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას.

 

 

ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, გავაორმაგოთ კონცენტრაცია და ყურადღება, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი