გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც 20 წლის წინ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.
„საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად. საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სრულფასოვნად, დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ხედვით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების არჩევანი, რომელსაც საქართველო არ გადაუხვევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში მოუწევს, იყოს სრული რეფორმირების და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი სოციალური, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც ჩვენ ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.