რომან გოცირიძე: „ახლა აგერ ჩვენ ვსეირნობთ, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს მთავრობა, მოიწყვეს თვითბლოკადა, თვითპიკეტი“
28-11-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარლამენტის შენობასთან პიკეტირებისთვის მისული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თვითბლოკადა მოიწყო, აქციები კი „გაგრძელდება გამარჯვებამდე და მოუწევთ ხალხის სურვილის შესრულება“.

 

 

„ახლა აგერ ჩვენ ვსეირნობთ. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს მთავრობა, მოიწყვეს თვითბლოკადა, თვითპიკეტი. ნაცვლად იმისა, რომ ახლა აქ ალყაში იყვნენ შემორტყმული და ჩვენ ასე ვთქვათ, ვიცავდეთ ამ პარლამენტს ამ მატყუარა და თაღლითი დეპუტატებისაგან, თავად მოუწყვეს საკუთარ თავს ბლოკადა, გამომწყვდეულები არიან.

 


„ძალიან ჰაგვს ორი აქცია ერთმანეთს. ერთი წუხანდელი აქციაა, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუ. სადაც იყო ძალიან დიდი შიშის თვალები და ახლა ჩვენ ვხედავთ შიშის კედლებს - ეს არის ფოლადის შიშის კედლები, შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ხალხთან ურთიერთობის არავითარი უნარი არ აქვს, არ შერჩა არავითარი ნდობა.

 


„გუშინ მოვისმინეთ აბსოლუტურად არაადეკვატური აზრები მათი ლიდერისა, რომელიც ეკონომიკაში ჩავარდნას აბრალებდა ოპოზიციას იმის გამო, რომ თურმეო მათ ჩვენ არ მოგვცესო კომპეტენტური თუ რაღაც სიტყვა იხმარა, რჩევებიო. ოპოზიციას ეხვეწება მოგვეცით რჩვებიო.

 


„7 წელია ვურჩევთ თუ როგორ გაამყარონ ლარი, მაგრამ თვალთმაქცები არიან. მათ რჩევა კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ფულის მოპარვა ბიუჯეტიდან და აინტერესებთ საკუთარი ბიზნესის გაკეთება და ძალაუფლებაში ყოფნა იმის გამო, რომ იმ სიკეთეებით ისარგებლონ, რა სიკეთეებითაც ისარგებლეს მათ ამ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ, გაგრძელდება ეს პროცესი გამარჯვებამდე, მოუწევთ ხალხის სურვილის შესრულება“, განაცხადა რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი