რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ევრაზიულ კონტინენტთან დაკავშირებით, ურჩევს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო იყიდოს. აბაშიძემ კომენტარი ჟურნალისტებთან სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამბასადორიალის დაწყებამდე გააკეთა.
"ევრაზიულ კონტინენტს რაც შეეხება, თუ ჩვენმა რომელმა ოპონენტმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, აუცილებლად უნდა იყიდოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო. იქ ძალიან კარგად არის დახატული რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე, წინდაწინ გავამხელ საიდუმლოს, ევრაზიული კონტინენტი შედგება ევროპისგან და აზიისგან.
თუ რაღაც ვერ გაიგეს, ძალიან ლამაზად არის ეს დახატული მესამე კლასის სახელმძღვანელოში", - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგად წარუძღვება თავის ახალ საქმიანობას. აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა, მას აქვს დიდი გამცდილება და ამ გამოცდილებას მომავალშიც გამოიყენებს.
"შარშან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. მომავალ წელს გვექნება სერიოზული პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფროტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება, მოვაგვაროთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.