CNN: აშშ ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას გამოუყოფენ
28-11-2019, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის მნიშვნელოვან შემცირებაზე გადადის, დაზოგილი თანხა კი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვით პროგრამებს მოხმარდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

 

პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 22%-დან 16%-მდე გეგმავს შენატანის შემცირებას, რაც გერმანიის შენატანს მიუახლოვდება, რომელიც 14,8% შეადგენს.

 

 

2019 წელს ნატოს სამოქალაქო ბიუჯეტი დაახლოებით 260,5 მლნ დოლარით განისაზღვრა და ბელგიაში ნატოს შტაბ-ბინისა და ადმინისტრაციული ხარჯის დასაფარად იყო მიმართული.

 

 

რაც შეეხება სამხედრო ბიუჯეტს, ის 1,56 მლრდ დოლარს შეადგენს, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ერთობლივი ოპერაციების დაფინანსებაზე.

 

 

აქამდე აშშ-ის კონტრიბუცია ნატო-ს პირდაპირი დაფინანსების 22%-ს შეადგენდა, რაც გერმანიის შენატანს, 14,8%-ს უახლოვდებოდა. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან ნატო-ს პირდაპირი ბიუჯეტი შედარებით მცირეა და დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის განცალკევებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვითი ბიუჯეტებისგან, რომლებიც, ალიანსის რეკომენდაციით, მშპ-ს ორ პროცენტს უნდა შეადგენდნენ.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადინისტრაცია ალიანსის ბიუჯეტში თავის წვლილს 16%-მდე შეამცირებს და დაახლოებით გერმანიის შენატანს გაუთანაბრებს, რომელიც 14,8% შეადგენს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ეკონომიკა უფრო დიდია.

 

 

CNN-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნატო-სთან საერთო ბიუჯეტში შენატანის საკითხი უკვე შეათანხმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი